Information

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ორგანოს გაცემა სიცოცხლეში შესაძლებელია მხოლოდ გენეტიკური ნათესავისთვის ან მეუღლისთვის გადასანერგად ან "დონორთა გაცვლის პროგრამაში" მონაწილეობის შემთხვევაში. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, სიცოცხლეში ორგანოს დონორობა აკრძალულია.

დონორობა არის უფასო, ნებაყოფლობითი, ალტრუისტული ქმედება. ორგანოს ან ქსოვილის გაცემაზე თანხის ან სხვა რაიმე მატერიალური საზღაურის მიღება
საქართველოში არსებული კანონმდებლობით ითვლება კრიმინალურ ქმედებად
და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 15 წლამდე.

თუ გსურთ თქვენი გარდაცვალების შემდეგ აჩუქოთ სიცოცხლე სხვა მომაკვდავ
ადამიანს ან დაუბრუნოთ მხედველობა უსინათლოს, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ
"ორგამოს ან ქსოვილის დონორთა რეგისტრატურაში" როგორც ონლაინ
რეჟიმში, ისე ტელეფონის საშუალებით (ტელ. N 77-18-19) ან პირადად მოსვლით საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის საინფორმაციო ბანკში
(თბილისი, წინანდლის ქ.9, მეტრო "300 არაგველთან", ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია, ცენტრალური მიმღების შენობის II სართული, ზოგადქირურგიული კლინიკის ბაზა)

როგორც სატელეფონო, ისე ონლაინ რეგისტრაციის შემთხვევაში
დონორობის სურვილი გადამოწმდება თქვენთან ტელეფონით გასაუბრებით და
ერთ კვირაში მოგეცემათ "ორგანოს დონორის ბარათი" ქვემოთ წარმოდგენილი
ნიმუში ფორმით.

თუ გსურთ თქვენი გარდაცვალების შემდეგ გახდეთ ორგანოს ან ქსოვილის
დონორი, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ.

თქვენს ელექტრონულ მეილზე მიღებული ბმულის (ლინკის) აქტივაცია არ ნიშნავს თქვენს დონორად დარეგისტრირებას!!!. ლინკის გააქტივების შემდეგ საჭიროა შეავსოთ რეგისტრაციის ანკეტა, რისთვისაც ხელახლა უნდა შეხვიდეთ რეგისტრაციაში, საიდანაც  მომხმარებლის სახელისა და პაროლის საშუალებით გახვალთ შესავსებ ანკეტაზე.

 

Username
Password Log In
Not a member yet? Register Forgot password? click here
© GAT 2010 - 2017. Georgian Association of Transplantologists - All rights reserved
Designed by Makhviladze.com