ინფორმაცია

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ორგანოს გაცემა სიცოცხლეში შესაძლებელია მხოლოდ  ახლო  ნათესავთა გარკვეული წრისთვის ან მეუღლისთვის გადასანერგად ან "დონორთა გაცვლის პროგრამაში" მონაწილეობის შემთხვევაში. 2015 წლიდან დონორი შეიძლება ასევე გახდეს ახლო ემოციური სიახლოვის მქონე პირი, მაგალითად მეგობარი, ნათლია და სხვ. ამ შემთხვევაში ნებართვას გადანერგვის წარმოებაზე იძლევა სასამართლო. სხვა დანარჩენ შემთხვევაში - ჯანდაცვის სამინისტრო.

დონორობა არის უფასო, ნებაყოფლობითი, ალტრუისტული ქმედება. ორგანოს ან ქსოვილის გაცემაზე თანხის ან სხვა რაიმე მატერიალური საზღაურის მიღება
საქართველოში არსებული კანონმდებლობით ითვლება კრიმინალურ ქმედებად
და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 15 წლამდე.

თუ გსურთ თქვენი გარდაცვალების შემდეგ აჩუქოთ სიცოცხლე სხვა მომაკვდავ
ადამიანს ან დაუბრუნოთ მხედველობა უსინათლოს, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ
"ორგანოს ან ქსოვილის დონორთა რეგისტრატურაში" როგორც ონლაინ
რეჟიმში, ისე ტელეფონის საშუალებით (ტელ. N 277-18-19) ან პირადად მოსვლით საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის საინფორმაციო ბანკში
(თბილისი, წინანდლის ქ.9, მეტრო "300 არაგველთან", ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია, ცენტრალური მიმღების შენობის II სართული, ზოგადქირურგიული კლინიკის ბაზა)

როგორც სატელეფონო, ისე ონლაინ რეგისტრაციის შემთხვევაში
დონორობის სურვილი გადამოწმდება თქვენთან ტელეფონით გასაუბრებით და
ერთ კვირაში მოგეცემათ "ორგანოს დონორის ბარათი" ქვემოთ წარმოდგენილი
ნიმუში ფორმით.

თუ გსურთ თქვენი გარდაცვალების შემდეგ გახდეთ ორგანოს ან ქსოვილის
დონორი, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ.
© GAT 2010 - 2024. Georgian Association of Transplantologists - All rights reserved
Designed by Makhviladze.com