Information

*საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ორგანოს გაცემა გადასანერგად  სიცოცხლეში შესაძლებელია მხოლოდ გენეტიკური ნათესავისთვის, მეუღლისთვის, მეუღლის ახლო ნათესავისთვის, ახლო ემოციური სიახლოვის მქონე პირისთვის ან "დონორთა გაცვლის პროგრამაში" მონაწილეობის შემთხვევაში.
 
*სხვა დანარჩენ შემთხვევაში, სიცოცხლეში ორგანოს დონორობა აკრძალულია.

*ნებართვას ემოციურის სიახლოვის მქონე პირისთვის ორგანოს გადასანერგად იძლევა სასამართლო, სხვა დანარჩენ შემთხვევაში - ჯანდაცვის სამინისტრო.   

*დონორობა არის უფასო, ნებაყოფლობითი, ალტრუისტული ქმედება. ორგანოს ან ქსოვილის გაცემაზე თანხის ან სხვა რაიმე მატერიალური საზღაურის მიღება საქართველოში არსებული კანონმდებლობით ითვლება კრიმინალურ ქმედებად და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 15 წლამდე.

*თუ გსურთ თქვენი გარდაცვალების შემდეგ აჩუქოთ სიცოცხლე სხვა მომაკვდავ ადამიანს ან დაუბრუნოთ მხედველობა უსინათლოს, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ "ორგამოს ან ქსოვილის დონორთა რეგისტრატურაში". რეგისტრაციის დადასტურებას  მიიღებთ თქვენს მიერ მითითებულ ელ ფოსტაზე.
 

© GAT 2010 - 2024. Georgian Association of Transplantologists - All rights reserved
Designed by Makhviladze.com